დღეს 22:00-დან 22:30 სთ-მდე პერიოდში აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველო-სომხეთს დამაკავშირებელ გზაზე, ნოემბერიანი-იჯევანის მონაკვეთის და ასევე სოფელი კოთის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესდივანი არწრუნ ჰოვჰანნისიანი საკუთარი Facebook გვერდზე წერს.
„მოწინააღმდეგემ ცეცხლი სომხეთის შეიარაღებული ძალების საპასუხო სროლის შედეგად შეწყვიტა. ინციდენტს სომხურ მხარეს მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – აღნიშნა ჰოვჰანნისიანმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021