ყოველთა სომეხთა უმაღლეს პატრიარქ-კათოლიკოსის გარეგინ მეორის 2019 წლის 18 ივნისის ბრძანებით, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი დაინიშნა.
არქიმანდრიტი კირაკოსი დაიბადა 1982 წლის 20 მაისს, თბილისში. 1989-1999 წლებში სწავლობდა N104 საჯარო სკოლაში, ხოლო 1999-2004 წ.წ. – მთავარი საკათედრო წმინდა ეჩმიაძინის გევორგიანის სასულიერო სემინარიაში. 2005 წლის ნოემბერში დაიცვა დიპლომი თემაზე „სომხურ-ქართული ეკლესიების გაყოფის დოკუმენტები“. 2005-2006 წ.წ. მუშაობდა ეჩმიაძინის მთავარი საკათედრო ტაძრის თეოლოგიურ-არმენოლოგიურ ცენტრში. 2005 წლის5 თებერვალს, არქიეპისკოპოს ეზნიკის (პეტროსიანი) მიერ აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი კირაკოსი.
2005 – 2008 წლებში მსახურობდა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში, ბათუმის სურბ ფრკიჩ ტაძრის სულიერ მოძღვრად. 2008-2012 წლებში ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სომხურ თემში, მელბურნის წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვრად, შემდეგ კი, რუსეთისა და ახალი ნახჩევანის სომხურ თემში.
2015-2019 წლებში არქიმანდრიტი კირაკოსი იყო გეღარქუნიქის (სომხეთი) თემში, წინამძღვრის მოსაყდრედ. 2015 წელს არქიმანტრიტმა კირაკოსმა წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა დოქტორის ხარისხი.
არქიმანდრიტი კირაკოსი თბილისში 8 ივლისს ჩამოვა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი საქართველოში სომეხთა ეპარქიას 17 წლის განმავლობაში, 2002 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა. ყოვლად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის გარეგინ II-ის განკარგულებით ის ბრუნდება სურბ ეჩმიაძინში სასულიერო მსახურების გასაგრძელებლად.
1tv.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021