23 აპრილს, საღამოს, „საქართველოს სომეხთა სათვისტომომ“ თბილისში ჩირაღდნებით მსველელობა მოაწყო. სომეხთა გენოციდის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ჩირაღდნებით მსვლელობა დაიწყო ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან და ჭავჭავაძის გამზირის გავლით, თურქეთის საელჩომდე გაგრძელდა.
ჩირაღდნებით, სანთლებით, საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო დროშებით ხელში, მსვლელობის მონაწილეები აღირებას, დაგმობასა და კომპენსაციას მოითხოვდნენ.
ჩირაღდნებით მსვლელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა ათობით სამართალდამცველი.
Ջահերով երթ Թբիլիսիում
Posted by Aliq Media on Tuesday, April 23, 2019
შეგახსენებთ, რომ ეთნიკური სომხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც ხელისუფლებამ 250–მდე სომეხი ეროვნების ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯა. სომხები, რომლებიც ოსმალთა იმპერიის არმიაში მსახურობდნენ, განაიარაღეს და მოკლეს, კონფისკაცია გაუკეთეს მათ ქონებასაც. პროცესი 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სომხური მხარე ამბობს, რომ სამი წლის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
თურქეთი მიიჩნევს, რომ დაღუპულთა რიცხვი ბევრად ნაკლებია. ასევე, უარყოფს ტერმინს – “გენოციდი”. თურქული მხარე აცხადებს, რომ ეთნიკურ სომეხთა უმრავლესობა პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო შეტაკებებს შეეწირა, ისევე როგორც ათასობით ეთნიკურად თურქი. გენოციდის დროს დაღუპულები სომხურმა ეკლესიამ 2015 წელს წმინდანად შერაცხა.
საქართველოს სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარებული არ აქვს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021