Latest posts by Aliq Media (see all)
როგორც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ასევე საქართველოს იმ კუთხეებში სადაც კომპაქტურად ეთნიკურად სომეხი მოსახლეობაა დასახლებული, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიძღვნილი ტრადიციული ჩირაღდნებით მსვლელობა ახალქალაქშიც ჩატარდა.
ზორი ზორიანის სახელობის ახალგაზრდული ცენტრის მხრიდან ორგანიზებული მსვლელობის მონაწილეები ახალქალაქის ციხე-სიმაგრეებიდან ქალაქის „სურბ ხაჩ“ (წმინდა ჯვარი) ეკლესიამდე მივიდნენ.
მსვლელობაში მონაწილეები აღირებას, დაგმობასა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდნენ, წერს სააგენტო jnews.ge.
„ჩვენი ქვეყნისგან სომეხთა გენოციდის აღირებას მოვითხოვთ რითაც ის შეუერთდება იმ ქვეყანათა რიგს, რომლებმაც გენოციდის აღიარებით მსგავსი მოვლენების თავიდან აცილების უნივერსალურ ბრძოლას უერთდებიან“.