სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი:”არქიმანდრიტის წასვლას არანაირი კავშირი არააქვს კუმურდოს მოველებთან”

რა მიზეზების გამო გაათავისუფლეს სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიის ვიკარიატის ვიკრიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი დაკავებული თანამდებობიდან, ვინ შეცვლის არქიმანდრიტ ბაბგენს ჯავახეთში და რა ელის მას?

ამის შესახებ, jnews.ge საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანს გაესაუბრა.

– თქვენო უწმინდესობავ, რით არის განპირობებული არქიმანდრიტ ბაბგენის პოზიციიდან განთავისუფლება კუმურდოს მოვლენების დროს?

თქვენ ნახეთ ჩვენი ოფიციალური ინფორმაცია, ახალს ვერაფერს ვიტყვი. ის უბრალოდ სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს, რაც შიდა ცვლილებებთანაა დაკავშირებული. არქიმანდრიტი ბაბგენი გააგრძელებს სასულიერო მოღვაწეობას. შეიძლება უფრო მაღალ თანამდებობაზეც მიიღოს მოწვევა. ახალ ის შვებულებაშია, როდესაც დაბრუნდება შემდეგ უკვე გამოჩნდება. ეს მხოლოდ სამუშაო პროცესია.

-არქიმანდრიტი ბაბგენი მსახურებას საქართველოს სომხურ თემში გააგრძელებს?

ჩვენი სურვილია, რომ დარჩეს, თუმცა წმინდა ეჯმიაწინიდან სხვა თემში მსახურებაზე გაგზავნიან.

-არქიმანდრიტის განთავისუფლებას ბევრი სოფელ კუმურდოში განვითარებულ შემთხვვბს უკავშირებს. ადასტურებთ ამას?

არა, ეს კუმურდოს ამბებთან არანაირად არ არის დაკავშირებული. კუმურდოს საკითხზე სამუშაო ჯგუფი მუშაობს, აქ არქიმანდრიტს გასაკეთებელი არაფერი ჰქონდა.

-მამა ბაბგენს ვინ შეცვლის თემში?

ჯერ-ჯერობით არავინ,  მე თვითონ, როგორც წინამძღვარი სამუშაოებს გავაგრძელებ სანამ ვნახავთ მომავალში რა იქნება. მინდა, რომ ყველამ იცოდეს, ეს წმინდა სამუშაო პროცესია, ჩვენ ძალიან გვიყვარს და ვაფასებთ მამა ბაბგენს, ის ჩვენი მეგობარია, ჩვენი სულიერი ძმა, ასე რომ ყველაფერი მოგვარდება თავის დროზე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს სომხური ეპარქიის გვედზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამცხე-ჯავახეთში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ვიზიტის ფარგლებში, ვიკარიატში განსახორციელებელი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები, ასევე სამცხე-ჯავახეთსა და წალკაში საერო პერსონალის საქმიანობა, განხორციელებული ცვლილებები განიხილეს.

კრებაზე ეპისკოპოსმა ვაზგენმა ვიკარიატის სასულიერო პირებს და პერსონალს აუწყა, რომ სხვა სამსახურში გაწვევასა და ვიკარიატში მოსალოდნელი სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით,  სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკრიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. მეუფე ვაზგენმა მაღალი შეფასება მისცა არქიმანდრიტ ბაბგენის თექვსმეტი წლის  მსახურებას სამცხე-ჯავახეთში და იმედი გამოთქვა, რომ არქიმანდრიტი ბაბგენი ახალი მსახურების ადგილას უფრო ეფექტურად იმუშავებს, ჯავახეთში დაგროვილი გამოცდილების გამოყენებით, სომეხთა ეკლესიის და მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ინტერესებიდან გამომდინარე.

 

Leave a Reply