საინფორმაციო lragir.am გაზეთ „ჟამანაკში“გამოქვეყნებულ მასალაზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ნაირა ზოჰრაბიანმა, აზერბაიჯანელების სასტიკი ქცევის დამადასტურებელი ფოტოების ამსახველი ბროშურების დარიგებით,შოკში ჩააგდო ევროპარლამენტარები.
„გუშინ ზოჰრაბიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომისიის წევრების მიერ ბროშურების დარიგებისას, აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა სეიდოვმა, თავი გაიმართლა, რომ ეს ფოტოშოფი იყო. რის საპასუხოდაც ზოჰრაბიანმა ევროპარლამენტარებს განუცხადა , რომ ფოტოები განთავსებულია აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე,“- წერს გაზეთი „ჟამანაკი.“
ფოტო:en.aravot.am
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი