სომეხი დეპუტატების საქმიანობა პარლამენტში

ოქტომბერში, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდება. მოგეხსენებათ, რომ 2024 წლის არჩევნებიდან საქართველოში სრულად პროპორციული სისტემა ამოქმედდება. შესაბამისად ამჟამინდელი პარლამენტი ბოლო მოწვევის პარლამენტია, რომელშიც მოსახლეიბის მიერ არჩეული მაჟორიტარეი დებუტატები არიან წარმოდგენილი.

იქიდან გამომდინარე, რომ 2020-2024 წლის პარლამენტის უფლებამოსილება ფაქტობირვად ამოიწურა, ჩვენ გთავაზობთ, ეთნიკურად სომხური მოსახლეობით დაკომპლექტებული რეგიონების წარმომადგენელი დეპუტატების საპარლამენტო საქმიანობის მოკლე მიმოხილვას. 

მეათე მოწვევის პარლამენტში მხოლოდ 2 ეთნიკურად სომეხი დეპუტატია წარმოდგენილი. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად  (საქართველოს მე-10 მოწვევის) აირჩიეს სამველ მანუკიანი, ხოლო მეორე- სუბატ კიურეღიან პარტიული სიით აირჩიეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს (TI) ინფორმაციით, 2023 წელს ეთნიკურად სომხე დეპუტატებს, სამველ მანუკიანს და სუმბატ კიურეღიანს არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ ჰქონიათ. კვლევაში, სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი კვლავ მინიმალურ ნიშნულზე არიან მიღებული კანონების რაოდენობის მიხედვით. გასულ წელის მონაცემებით  პარლამენტმა მათ მიერ, ინიცირებული თითო კანონპროექტი მიიღო. 

აღსანიშნავია ისიც, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს ინფორმაციით, 2022 წელს პარლამენტში სიტყვის გამოსვლის უფლებით 18-მა დეპუტატმა არ ისარგებლა. აქედან 10 უმრავლესობის, ხოლო 8 ოპოზიციის დეპუტატია. უმრავლეოსბის  დეპუტატებს შორის არიან სუმბატ კიურეღიან და სამველ მანუკიან.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ორივე დეპუტატმა, სუმბატ კიურეღიანმა და სამველ მანუკიანმა, როგორც 2023 წელს, ასევე 2024 წელს მხარი დაუჭირეს “აგენტების კანონს.

სამველ მანუკიანის დეკლარაცია

სამველ მანუკიანი პარლამენტში, უკვე მეორე მოწვევის დეპუტატია. ის დეპუტატი იყო მე-9 მოწვწვის პარლამენტშიც, 2016 წლიდან.

დეპუტატის მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის სახლში მეუღლესთან-გაიანე მანუკიანთან, დედასთან- აღავნიკ მანუკიანთან და შვილთან-ჰაიკ მანუკიანთან ერთად ცხოვრობს. მანუკიანის ინფორმაციით, მხოლოდ ერთ საცხოვრებელ სახლს ფლობს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო, თუმცა დეკლარაციაში განმარტავს, რომ სახლი რეალურად სხვა პიროვნებას ეკუთვნის. დეპუტატის დედის სახელზე ირიცხება ორი კომერციული ფართი, ერთი სარდაფი და ერთი საცხოვრებელი სახლი.

დეკლარაციის მიხედვით,  მანუკიანმა 2023 წელს 179 400 ლარის ღირებულების ავტომობილი შეიძინა, როგორც ის აღნიშნავს სესხით, რომელიც მან იმ წელსვე სრულად დაფარა. 2019 წელს შეიძინა 11 000 აშშ დოლარად ღირებული კიდევ ერთი ავტომობილი. მისი დედის- აღავნიკ მანუკიანის სახელზეა რეგისტრირებული მემკვიდრეობით მიღებული ავტომობილი. დოკუმენტის შევსების მომენტისთვის, მანუკიანების საბანკო ანგარიშებზე ჯამში 2 569,90 ლარი ირიცხებოდა.

კომერციული ფართის გაქირავებით გასულ წელს აღავნიკ მანუკიანმა 25 500 ლარის შემოსავალი მიიღო. სამველ მანუკიანმა ხელფასის სახით 45 731,52 ლარი მიიღო. პირადი დანაზოგის სახით მას წლის ბოლოს 35 000 ლარი ჰქონდა.

დეპუტატის თქმით, იგი სამ საწარმოში ფლობს 50%–იან წილებს, თუმცა მათი საქმიანობიდან მას შემოსავალი არ მიუღია. დეპუტატს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2022 წელს 250 000 ლარის სესხი აიღო, რომლიდანაც 2023 წელს 178 500 ლარი დაფარა. 2023 წელს აიღო დამატებით ერთი სესხი 187 000 ლარის ოდენობით. რომლისგანაც 51 810,9 ლარი დაფარა. მანუკიანმა 41 600 ლარის შემოსავალი მიიღო ძველი ავტომობილის გაყიდვით.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს საქართველოს პარლამენტის 59 დეპუტატიდან 31-მა დეკლარაცია არასწორად შეავსო და დაჯარიმდა. ინფორმაცია დეპუტატების დაჯარიმების შესახებ საჯარო სამსახურის ბიურომ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, დაჯარიმებულ დეპუტატების შორის იყო სამველ მანუკიანიც. იგი დაჯარიმდა რადგან 1. დეკლარაციაში მისი ოჯახის წევრის სახელზე არსებული უძრავი ქონება არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით, ასევე მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონება არ არის მითითებული 2. ბიუროს მიერ მოთხოვნილი ნაწილი დოკუმენტაციის წარუდგენლობა 3. მის მიერ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ცდომილება 4. მისი და მისი ოჯახის წევრის ანაზღაურება არ არის მითითებული. 

TI-ის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, სამველ მანუკიანი, 3 კომპანიაში წილებს ფლობს, შპს „გრანდი“, შპს „კრისტალლი“ და შპს „გეოფუდი“. სამივე კომპანიაში იგი პარტნიორად ფიქსირდება და 50%–იანი წილს ფლობს, რომელიც სამართავად დღემდე არავისთვის გადაუცია. სამველ მანუკიანთან ერთად 50%–იანი წილის მფლობელია შპს „გრანდში“ გაგიკ არევიანი, შპს „კრისტალლში“ არმენ პასპანდიანი და შპს „გეოფუდში“ სამველ გოგორიანი. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სამივე პირს კომპანიებში დირექტორის სტატუსი აქვს. დეკლარირებული შემოსავლების მიხედვით, ამ კომპანიებიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატს არც ერთი ლარი არ მიუღია.

სუმბად კიურეღიანის დეკლარაცია

სუმბატ კიურეღიანი პარლამენტში პირველად არის. ის დეპუტატობამდე წლების განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.

კიურეღიანის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის მეუღლესთან- სასნუჰი კიურეღიანთან ერთად ცხოვრობს. სუმბატ კიურეღიანი ფლობს ჯამში 119 105 კვ.მ. სამ არასაცხოვრებელ ფართს და 20 778 კვ.მ. ფართობის სამ მიწის ნაკვეთს. რაც შეეხება მის მეუღლეს, იგი 1 581 200 კვ.მ. მიწის სამ ნაკვეთს ფლობს.

კიურეღიანის საკუთრებაში ირიცხება 70 700 ლარის ღირებულების ორი ავტომობილი. დეკლარაციის შევსებისას, სუმბატ და სასნუჰი კიურეღიანების ანგარიშზე ირიცხებოდა 6 184,81 ლარი და 1 988 აშშ დოლარი.

დეპუტატმა 2023 წელს მხოლოდ სასოფლო სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციით 65 000 ლარის შემოსავალი მიიღო, პარლამენტის წევრის ხელფასით კი 48 471,6 ლარი. მისმა მეუღლემ, სასნუჰი კიურეღიანმა სოფელი გორელოვკის N2 საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობით 10 641,45 ლარის შემოსავალი მიიღო.კანონს”. 

სავარაუდო კორუფციული საქმიანობა

უმრავლესობის დეპუტატი, სუმბატ კურეღიანი სამოქალაქო ორგანიზაციებმა და მედიებმა არაერთხელ დაასახელს სავარაუდო კოუფციული სქემებში მონაწილე პირად.  TI-ის ანგარიშში მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ჯავახეთში დეცენტრალიზაციის ნაცვლად, კვლავაც კლანური მმართველობაა. მიწების უდიდესი ნაწილი რამდენიმე გავლენიანი და მდიდარი ადამიანის საკუთრებაში აღმოჩნდა. მაგალითად, სუმბატ და სეირან კიურეღიანების მფლობელობაში მონაკოს სახელმწიფოზე უფრო დიდი, რამდენიმე მილიონი კვ. მ ფართობის მიწაა. სუმბატ კიურეღიანი 2020 წლიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატია პარლამენტში, მანამდე 2012-2020 წლებში ის ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. მამამისი, სეირან კიურეღიანი კი 17 წელი ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. სუმბატ კიურეღიანი, მისი ცოლი, დედა, მამა და შვილი ჯამში ჯავახეთში დაახლოებით 3 800 000 კვ. მ მიწას ფლობენ.

გამომცემლობამ  “პუბლიკა”2023 წლის 31 ოქტომბერს სტატია სათაურითბრძოლა მიწებისთვის — კორუფციის 30 წელი ჯავახეთში გამოაქვეყნა.  სტატიაში ვკითხულობთ, რომ Საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, ,,ქართული ოცნების” პარტიული სიიდან, სუმბატ კიურეღიანი ჯავახეთის ერთ-ერთი მსხვილი მიწათმფლობელია. Მის მიერ, 9 წლიანი ინტერვალით შევსებულ დეკლარაციებს თუ დავეყრდნობით, კიურეღიანების ოჯახი დღეს ბევრად ნაკლებ ქონებას უნდა ფლობდეს. თუმცა, მათი ქონების ღია მონაცემებით შესწავლამ აჩვენა, რომ წლების განმავლობაში კიურეღიანების მფლობელობაში კიდევ უფრო მეტი მიწა გაჩნდა. 

სუმბატ კიურეღიანის მეუღლემ, გორელოვკის #2 საჯარო სკოლის დირექტორმა, სასნუჰი კიურეღიანმა 9 წელიწადში 157,3 ჰექტრის შესყიდვა მოახერხა. Მათ შორის, სამი მიწის ნაკვეთი 2015 წელს, ერთ დღეს შეიძინა. მსხვილი მიწათმფლობელი აღმოჩნდა მისი მოადგილე სკოლაში, ლეილი მარკოსიანი, რომელიც მინიმუმ 60 ჰექტარ მიწას ფლობს. ლეილი მარკოსიანი სუმბატ კიურეღიანის დაა.

“პუბლიკა” წერს, რომ სუმბატ კიურეღიანის დედა, მარგარიტ კიურეღიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 158 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობს ფლობს. Ბოლო 10 წელიწადში მისი ქონებას 28 ჰექტარი მიწა დაემატა. დეპუტატის მამის, სეირან კიურეღიანის მფლობელობაში 139 ჰექტარზე მეტი მიწაა. 2013 წლის შემდეგ მის ქონებას 29 ჰექტარი მიწით გაიზარდა. 2022 წელს სუმბატ კიურეღიანმა დეკლარაციაში მშობლები და შვილები აღარ მიუთითა.  

“კიურეღიანის შვილი, სეირან კიურეღიანი გორელოვკაში 9 ჰექტარ სახნავ მიწას ფლობს, თუმცა დეპუტატის არცერთ დეკლარაციაში ამის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. დეკლარაციის მიღმა დარჩა მეორე შვილის, სირანუშ კიურეღიანის მფლობელობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწა გორელოვკაში”,- წერს “პუბლიკამ”.

რადიო თავისუფლების ,,თავისუფლების მონიტორის’’ 2023 წლის 5 აგვისტოს გამოქვეყნებული გამოძიებაში – “ჯავახეთის ფეოდალი”, სუმბატ კურეღიანმა არ პასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, მამამისმა თანამდებობის გამო მიიღო ქონება თუ არა. კიურეღიანი ამბობს, რომ ჟურნალისტი ეშლება და უკომნეტაროდ გარბის.