
2 თებერვალს, თბილისში სომხეთის სტუდენტური ორგანიზაცია “ცოდნის განვითარებისთვის” წევრი დავით პეტროსიანი და საქართველოს სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრისას მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

“აუდიტორია 115”-ის წევრებმა სტუმარს თავიანთი გამოცდილება გააცნეს და ისაუბრეს პრობლემების შესახებ , მათ შორის, სტუდენტური საბჭოებში და სალექციო პროცესში არსებულ პრობლემებზე.
“შეხვედრისას ვისაუბრეთ ინფრომირებასა და ღია განცხადებების მნიშვნელობაზე. ქართველმა კოლეგებმა გაგვიზიარეს ის მეთოდები, რომლებსაც იყენებენ მათ წინააღმდეგ და როგორაა შესაძლებელი მათთვის წინააღმდეგობის გაწევა”-ალიქ მედიასთან საუბარში აღნიშნა დავით პეტროსიანმა.

გასული წლის განმავლობაში მათ ორგანიზება გაუწიეს შიმშილობის აქციებს და პროტესტის ნიშნად ლექციებს არ ესწრებოდნენ. სტუდენტებმა, ასევე მოლაპარაკებები აწარმოეს მთავრობასთან, შეხვდნენ თავდაცვის მინისტრს ვიგენ სარგსიანს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს კარენ კარაპეტიანს, თუმცა უშეგედოდ.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი