სომხეთის საგანგებო სიტუაციების მმართვის სამინისტროს სამაშველო სამსახურის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 მარტიდან 1 აპრილამდე 335 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 147 საგანგებო იყო.
ერთი კვირის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს შორის 79 ხანძარი, 42 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 8, დაზარალდა 46 და გადარჩა 3 მოქალაქე.
ამინდის პირობების გამო საავტომობილო გზების ბლოკირების 12 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ძირითადად, უხვი თოვლით იყო განპირობებული. კვირის განმავლობაში ასევე აღირიცხა მოწამვლის 7 შემთხვევა, რომლის შედეგად 17 მოქალაქე დაზარალდა.