„მიუხედავად იმისა, რომ 2 მაისს გამთენისას მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის საკონტაქტო ხაზზე ნარჩუნდებოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, საკონტაქტო ხაზის სხვადასხვა მიმართულებით მოწინააღმდეგის სამხედრო ძალების კონცენტრაცია და აქტიური მოძრაობა დაფიქსირდა. თავდაცვის არმია თვალს ადევნებს აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მომდევნო ნაბიჯებს და აუცილებლობის შემთხვევაში მზად არის მიიღოს შესაბამის ზომები. ამ ეტაპზე შეხების ხაზზე თითქმის არ არსებობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის ფაქტი. სიტუაცია სრულად იმყოფება თავდაცვის არმიის მეთვალყურეობის ქვეშ“ – ნათქვამია მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.