ცნობილმა ამერიკელმა როკ მომღერალმა, System of a Down-ის ჯგუფის სოლისტმა, სერჟ თანკიანმა სოციალურ ქსელში მუსიკალური კონკურსი “შვიდი ნოტი” გამოაცხადა, ამაზე თანკიანი წერს თავის ფეისბუქ გვერდზე.
მონაწილეობის დავალება იქნება მოიფიქრონ ნაწარმოები, რომელიც იმ 7 ნოტით დაიწყება, რომელსაც თანკიანი შესთავაზებს. ამასთან ერთად, არ არსებობს კონკრეტული შეზღუდვები სტილში, კომპოზიცია შეიძლება იყოს ნებისმიერ ჟანრში – როკ, ჯაზ, პოპ ან ეთნო.
“მე დავწერე პირველი 7 ნოტი, თქვენ შეგიძლიათ დაამთავროთ იგი?”, – ასე მიმართა თანკიანმა აუდიტორიას ვიდეო შეტყობინებაში.
ვიდეოს გაგზავნა, რომელიც არ უნდა იყოს სამ წუთზე მეტი, ყველას შეუძლია არა უგვიანეს 15 დეკემბრისა. საპრიზო ფონდი 5 ათასი აშშ დოლარია.
სერჟ ტანკიანი, რომელიც წარმოშობით სომეხია CNN-თან ერთად ისტორიული სამშობლოს შესახებ დოკუმენტური ფილმს იღებს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021