შუში სმერჩით იბომბება. არის მსხვერპლი და დაჭრილები

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იბომბება ქალაქი შუში, მსხვერპლიც არის.

არცახის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება ერთი დაღუპული და ორი დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ.

სმერჩიდან სროლა დედაქალაქ სტეფანაკერტზეც განახორციელეს. აქ დაჭრილის შესახებ ინფორმაცია არ არის.