კვირას, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა სომხეთის გმირებს, ედვინ შაჰმირიანის და ჟორჟ ქეშიშ ჰარუთიუნიანის ოჯახები შობასთან დაკავშირებით მოინახულა.
სააგენტო IRNA- ის ინფორმაციით, როჰანმა ხაზი გაუსვა სომეხი გმირების ოჯახების თავგანწირვასა და მოთმინებას. ირანის პრეზიდენტის თქმით, “ყველა რელიგია და ეთნიკური ჯგუფი ერთმანეთს მხარში უდგას სიხარულის და მწუხარების მომენტში”.
როჰანის განცხადებით, ირანის ხალხი მადლიერია მათი სომეხი მოქალაქეების და მიიჩნევს მათ “სანდო, შრომისმოყვარე და პატიოსან ადამიანებად, რომლებსაც თავიანთი ქვეყანა უყვართ”.
ედვინ შაჰმირიანი და ჟორჟ ქეშიშ ჰარუთიუნიანი ირანისა და ერაყის ომის დროს გარდაიცვალნენ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021