შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების გამოფენა-გაყიდვა

19 დეკემბერს გაიმართა ჯავახეთის აღდგენითი ცენტრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, სადაც საახალწლო სხვადასხვა სათამაშო იყო წარდგენილი.

ჯავახეთის საერთო თემთან არსებული აღდგენითი ცენტრი უკვე 6 წელია, რაც მოქმედებს. იქ დადიან ახალქალაქისა და მახლობლად მდებარე სოფლების ის ბავშვები, რომლებსაც  ჯანმრთელობასა და გონებასთან დაკავშირებული პრობლემები გააჩნიათ. პროფესიონალები კვირაში სამი დღის განმავლობაში ბავშვებისთვის სპეციალურ გაკვეთილებს ატარებენ. დღევანდელი დღის მდგომარეობით ცენტრში დადის 6-დან 23 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 10 პირი.

გამოფენაზე წარდგენილი იყო, როგორც თიხისგან, ასევე ქეჩისგან მომზადებული სხვადასხვა ნივთი და საახალწლო მორთულობა.

ბავშვებისთვის მისალოცად მოსული იყო თოვლის პაპა, რომელმაც თავისი ლამაზი საჩუქრებით სიხარული აჩუქა ცენტრის მოსწავლეებს.

 

აღსანიშნავია, რომ გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება აღდგენითი ცენტრის მოწაფეებს.

Leave a Reply