Latest posts by Aliq Media (see all)
2020 წლის სექტემბერში, ახალქალაქის რამდენიმე სოფელში
წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას, მათ შორის, მურჯახეთში, „ქართული
ოცნების“ წარმომადგენელმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, სამველ
მანუკიანმა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში მანუკიანმა ხაზი
გაუსვა იმ პრობლემებს, რასაც აწყდება ადგილობრივი მოსახლეობა, მათ
შორის, პოლიტიკოსი გზის საკითხსაც შეეხო და გზის ასფალტირებას
დაჰპირდა: „აღნიშნულ სოფლებში სამწუხაროდ, გამოწვევები ჯერ კიდევ
არსებობს. მაგალითად, სასმელი წყლის პრობლემა იკვეთება ისევე,
როგორც გზების ასფალტირების საკითხი, რომელიც ჩვენი ერთიანი
ძალისხმევით მალე აღმოიფხვრება“.
„ალიქ მედია“ დაინტერესდა,თუ რა ეტაპზეა დაპირების შესრულების
პროცესი, აღმოიფხვრა თუ არა პოლიტიკოსის მიერ დასახელებული საგზაო
ინფრასტრუქტურის პრობლემა.
აღსანიშნავია, რომ სოფელი მურჯახეთი ახალქალაქიდან მხოლოდ 5 კმ-
ითაა დაშორებული, მაგრამ ადგილობრივებს ქალაქამდე მისვლისთვის
საათზე მეტი სჭირდებათ. სოფლისკენ ორი გზა მიდის, ერთი სოფელ
ჩანდურადან და მეორე ხოსპიოდან. სოფლის მოსახლეობა მთავარ გზად
ხოსპიოს გზას მიიჩნევს.
2022 წელს ამ საკითხს ადგილობრივი მედიაც აშუქებდა. სტატიაში
აღნიშნულია, რომ „მურჯახეთში გზის მოწესრიგების სამუშაოები
წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ტარდება“, თუმცა პრობლემა დღემდე არ
მოგვარებულა.
ადგილობრივებთან საუბრისს, „ალიქ მედიამ“ გაარკვია, რომ მანუკიანის
დეპუტატობის 4 წლის განმავლობაში მურჯახეთის გზის ასფალტირება არ
მომხდარა.
ასევე შევისწავლეთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის
ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც ასევე არ არის გათვალისწინებული
მურჯახეთის გზის საკითხის გადაწყვეტა 2024 წლისთვის.
ჩვენ დავუკავშირდით ახალქალაქის მერიას და მერიის წარმომადგენელმა
დაადასტურა, რომ მურჯახეთის გზა ჯერ კიდევ არ არის ასფალტირებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამველ მანუკიანის მიერ 2020 წელს
გაცემული დაპირება არ შესრულებულა.