შეხვედრა ენზელ მკოიანთან

27ივნისს პარლამენტის დეპუტატი – ენზელ მკოიანი საკრებულოს, გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ყურადღბა გამახვილდა რაიონში ჩატარებულ სამუშაოებზე და სამუშაოების შედეგად მიღებულ უხარისხო შედეგზე.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელმა – სმბატ კიურეღიანმა  შეხვედრაზე იმ კონკრეტულ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვიზიტისას გამოვლინდა.

იმის გამო, რომ პროგრამა – „დახმარება სოფლებს“ უკვე აღარ მოქმედებს, შეიქმნა საკრებულოს  სამუშაო ჯგუფი, რომელიც  სოფლებში ჩადიოდა და ადგილზე ეცნობოდა სოფლის მოსახლეობის პრობლემებს და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა მათ მოგვარებაში. შეგროვებული თანხით 200 000 ლარით, დეპუტატი ენზელ მკოიანი სოფლების მცხოვრებლებს პრობლემების ოქტომბრის ბოლომდე მოგვარებას დაპირდა. მთავარი პრობლემა აქ სოფლების ნაგვისგან დასუფთავება და გზების დაგებაა.

შეხვედრას სოფელ საღამოს მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. ამ სოფლის მნიშვნელოვანი პრობლემების ნუსხაში გაზის გაყვანა ისევ მთავარ პრიორიტეტად რჩება; სწორედ ამიტომ, სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა ლოგიკური კითხვა დასვა: „შარშან დაგვპირდით გაზს გამოვიყვანთ, მაგრამ ამ დრომდე ეს საკითხი ვერ მოაგვარდა, რა ბედი გვეწვევა?“, რაზეც მან ენზელ მკოიანისგან ასეთი პასუხი მოისმინა: „გეთანხმებით, დაგპირდით, მაგრამ თქვენი სოფლისთვის და სოფელ ფოკასთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა საკმარისი მხოლოდ ფოკასთვის აღმოჩნდა“.

nor.ge

Leave a Reply