შეიცვლება თუ არა სომხური მართვის მოწმობა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყნის მართვის მოწმობა შეიცვლება საქართველოს მართვის მოწმობით, სომხეთში მიღებული მართვის მოწმობა გამოცდის გარეშე ვერ შეიცვლება.

მას შემდეგ, რაც საქართველოში დაიწყეს დაჯარიმება იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქე ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობით ატარებდა ავტომობილს უცხო ქვეყანაში მიღებულ მართვის მოწმობით, ქართული მართვის მოწმობებთ ჩანაცვლების საკითხი პრობლემას წარმოადგენს .

ჯავახეთში ბევრი მძღოლია, ვისაც სომხეთში მიღებული მართვის მოწმობა აქვს. აქედან გამომდინარე, აქტუალურია უცხოეთში შეძენილი მართვის მოწმობის საკითხი.

უცხო ქვეყანაში მიღებული მართვის მოწმობის შეცვლის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უცხო ქვეყანაში მიღებული მართვის მოწმობა (მისი ვადის გასვლამდე) შეიცვლება საქართველოს მართვის მოწმობით გამოცდის გარეშე. ამისთვის საჭიროა პირს ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი, უცხო ქვეყნის მიერ მიღებული მართვის მოწმობა, მართვის მოწმობის ლეგალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, სამედიცინო ცნობა და ახალი მართვის მოწმობის მისაღებად გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი (სულ 15 ლარი). ამ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ თუ მართვის მოწმობა მიღებულია დსთ-ს ქვეყნებში, მაშინ მას ლეგალიზაცია არ ესაჭიროება.

როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ახალქალაქში იყვნენ ჩამოსულები, მათ სომხური მართვის მოწმობის მქონე უამრავმა მძღოლმა მოწმობის შეცვლის თხოვნით მიმართა. მაგრამ თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ არ მიუღიათ მართვის მოწმობის შეცვლის შესახებ რაიმე ბრძანება.

Jnews.ge ამ პრობლემის გარკვევას შეეცადა. მომსახურების სააგენტოსთან სატელეფონო საუბარში გაირკვა, რომ იცვლება იმ ქვეყანაში მიღებული მართვის მოწმობა, რომელ ქვეყანასთანაც საქართველოს აქვს რაიმე შეთანხმება. ასეთი ქვეყნების სიაში არის თუ არა სომხეთი, ამ კითხვაზე სააგენტომ პასუხი ვერ გასცა.

მართვის მოწმობების ისტორიამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია ჯავახეთში. უცხო ქვეყანაში შეძენილი მართვის მოწმობის საკითხი აქტუალური გახდა, როდესაც საქართველოში 100 ქულიანი სისტემა ამოქმედდა.

რაც შეეხება უცხო ქვეყანაში მიღებული ძალადაკარგული მართვის მოწმობისთვის ჯარიმებს, რომელიც 3 დღის წინდაიწერა და შემდგომ გაუქმდა, ამაზე და კიდევ რამდენიმე საკითხზე პასუხებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდებიან.

Leave a Reply