Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის საინფორმაციო სააგენტო – „პირველ საინფორმაციოს“ წუთების წინ დაუკავშირდა „სასნა წრერ“ ჯგუფის წევრი ვარუჟან ავეტისიანი და აცნობა, რომ ჯგუფის წევრები ჩაბარბას აპირებენ.
მისი თქმით სამართალდამცველმა ორგანოებმა მათი წევრები ფეხის არეშე დაჭრეს, ახლა კი ერთერთი პირი გულმკერდის არეშია დაჭრილი. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიციამ დილით სპეცოპერაცია დაიწყო, სამხედრო ტექნიკის გამოყენებით მათ საპატრულო პოლიციის შენობის კედელი დაანგრიეს და სროლა დაიწყეს.
ვარუჟან ავეტისიანმა აღნიშნა, რომ შეიარაღებულ პირებს ორი გამოსავალის ჰქონდათ, პირველი ბრძოლაში ჩართვა და მეორე იარაღის ძირს დადება, რათა უმსხვერპლოდ დაამთავრდეს პროცესი.