შავარშ ქოჩარიანი-მოლაპარაკებების მაგიდაზე არანაირი საბუთი არ არის

დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ ქოჩარინმა  ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო armtimes.com.

ჟურნალისტის შეკითხვას, მმართველობისგან პასუხის მისაღებად ლავროვის სომხეთში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ეხება თუ არა ვიზიტი ტერიტორიების დაბრუნებასა და სამშვიდობოების განთავსებას კოფლიქტის ზონაში, შავარშ ქოჩარიანმა უპასუხა, რომ ლავროვი არათუ პასუხის მისაღებად ჩამოდის, არამედ მისი ვიზიტის მიზანია   ურთიერთობების ფართო ასპექტების განხილვა.  ბუნებრივია გვერდს ვერ ავუვლით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის  დარეგულირების საკითხს, მით უმეტეს, აზერბაიჯანის ბოლო აგრესიის შემდეგ.

ჟურნალისტის კითხვაზე,  გამომცემლობა  „იზვესტია“-ში  გამოქვეყნებული სტატიის შესახებ, სადაც წერია, რომ არსებობს სპეციალური დოკუმენტი, რომელიც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, მინისტრის მოადგილის პასუხით, მსგავსი დოკუმენტის არსებობა არ დასტურდება.

ჟურნალისტებმა ასევე შავარშ ქოჩარიანს ყარაბაღთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში სომხეთის ოფიციალური პოზიციის წარდგენა სთხოვეს.

„სომხეთის ოფიციალური პოზიცია არ შეცვლილა. უფრო მეტიც, არსებულ ვითარებაში შეუძლებელია, არ იქნას გათვალისწინებული აზერბაიჯანის ის პოზიცია, ის აგრესია, რომელიც მან განახორციელა არსებული სამი სამმხრივი შეთანხმების დარღვევით და ბუნებრივია მოლაპარაკებების მომავალი პროცესი უნდა გამომდინარეობდეს ორი გარემოებიდან: პირველ რიგში,  გარანტირებული უნდა იქნას ცეცხლის შეჩერება, რადგან სროლის დროს შეუძლებელია მოლაპარაკება. შემდგომ კი –   გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ საქმე გვაქვს ერთ სუბიექტთან, რომელიც თავისი საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, სამმხრივი შეთანხმება, ასევე საერთაშორისო ვალდებულებაა. შესაბამისად მომავალშიც ნებისმიერ ეტაპზე მან შესაძლოა,  უკან დაიხიოს თავისივე ხელმოწერებისგან. მაშასადამე,  ყველაფერი  გათვალისწინებული უნდა იქნას, როდესაც საქმე ეხება მოგვარების პროცესს.

-როდესაც ლაპარაკობთ პოზიციაზე, რას გულისხმობთ?

იმას, რასაც გვთავაზობენ თანათავმჯდომარეები, რა თქმა უნდა, ეს სომხური მხარის ოცნება არ ყოფილა, მაგრამ საფუძვლებში არის ურთიერთდათმობის ვარიანტები.
მეტსაც გეტყვით, არსებობს გადადებული რეფერენდუმის აზრი.
რა თქმა უნდა, უცნაურია,  როდესაც   რეფერენდუმი  უკვე ჩატარდა და მთიანი ყარაბაღის ხალხს მთლიანად,  როგორც საერთაშორისო სამართალის, ასევე იმ დროს მოქმედი საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის და კანონების შესაბამისად თავისი ნება მკაფიოდ გამოთქმული ჰქონდა. რა აზრი ჰქონდა  რეფერენდუმის გადადებას? მედიატორთა თქმით, ეს მიმართული იყო იმისკენ, რომ ბაქოს მთავრობას მოეხერხებინა საკუთარი სახის გადარჩენა, რადგან რეფერენდუმის რეზულტატი გასაგები და მოსალოდნელი იყო. თუმცა,   დროის ამ მონაკვეთმა დაგვანახა, რომ ბაქო არათუ იყენებს ამ დროს თავისი სახის გადასარჩენად,  არამედ მოქმედებს საწინააღმდეგო მიმართულებით. ეს უკვე გვაიძულებს მსგავს საკითხებში მოლაპარაკებები ვაწარმოოთ სხვა მიდგომების შესახებ და კიდევ ერთ რამეს დავამატებ, არ შეიძლება, რომ ჩვენ გვქონდეს ახალი მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანმა შეიძლება აღიქვას თავისი აგრესიის წახალისებად.  ამ საკითხში ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულნი და ვართ კიდეც.
შავარშ ქოჩარიანმა ასევე აღნიშნა,  რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე ამ დროისთვის არანაირი საბუთი არ არის.

ფოტო:panorama.am

Leave a Reply