შარლ აზნავური სომხეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი შარლ აზნავური ერევანში მიმდინარე დემონსტრაციებს გამოეხმაურა.

“სომხეთს მართავს 3 მაფიოზი”, ასე უწოდა მან სარგსიანების ძალაუფლებაში ყოფნას.

“მე მინდა  სომხეთში რამე გაკეთდეს ჩემი ხალხისთვის, რომელიც საბოლოოდ ქრება. რამდენია მათი რიცხვი? ზოგი 2.3 მილიონს ამბობს, ხელისუფლება აცხადებს, რომ 3.6 მილიონი, მაგრამ ეს ტყუილია. მოკლე დროში ეს რიცხვი 1.8 მილიონს მიაღწევს და  აქედან, ერთი მილიონი დარჩება მაფიის ხელში” , – აცხადებს აზნავური.

შარლი ხაზ უსვამს იმას, რომ თავად პოლიტიკოსი არ არის და არ ერკვევა პოლიტიკურ საკითხებში, თუმცა მიაჩნია, რომ ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ეს მესამე გადამწყვეტი დარტყმაა.

newstime.am

Leave a Reply