შარლ აზნავურის დაკრძალვის დღე სომხეთში გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ცნობილი მომღერალი და კომპოზიტორი, რომელსაც “საფრანგეთის ფრანკ სინატრას” უწოდებდნენ, შარლ აზნავური 1-ელ ოქტომბერს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობილი შანსონიე 1000-ზე მეტი სიმღერის ავტორია, მათ შორის, უამრავი საერთაშორისო ჰიტების, რომელთა შემსრულებლებიც არიან ედით პიაფი, ლაიზა მინელი, მსტისლავ როსტროპოვიჩი, ხულიო იგლესიასი, რეი ჩარლზი და სხვები.
ამერიკული “თაიმის” გამოკითხვის შედეგად, 194 ათასი ხმით, აზნავური “საუკუნის ხელოვნებათმცოდნედ” დასახელდა. აზნავურს ასევე სომხეთისა და საფრანგეთის სახელმწიფო უმაღლესი ჯილდობი აქვს მიღებული.