
მსოფლიოში ცნობილი შანსონიე შარლ აზნავური ერევანში იმყოფება. 91 წლის მომღერალი სომხეთში ჩავიდა ოსმალეთის თურქეთში სომეხთა გენოციდის 101 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. აზნავური მონაწილეობას მიიღებს AuroraPrize პრემიის დაჯილოების ცერემონიაში, – იტყობინება armedia.am
აზნავურთან ერთად სომხეთში ჩავიდა ასევე ცნობილი ფრანგი მსახიობი სერჟ ავეტიქიანი. მათ დახვდნენ AuroraPrize პრემიის ორგანიზატორები.
ფოტო:radio.cz
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი