სომხური ტანსაცმლის ბრენდი “Shabeeg” ახალი კოლექციით “Armenian Taraz” ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე მონაწილეობს , რომელიც 8-16 თებერვალს გაიმართება.
“New york fashion week” ლონდონის, პარიზის და მილანის მოდის კვირეულის მსგავსად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მოდის სამყაროში, რომელიც წელიწადში ორჯერ ტარდება, თებერვალში იმართება შემოდგომა-ზამთრის კოლექციების ჩვენება და სექტემბერში გაზაფხული-ზაფხულის.
ყოველწლიურად ნიუ-იორკის მოდის კვირეულს ესწრებიან მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები, როგორიცაა Michael Kors, Tommy Hilfiger, Anna Sui, Custo Barcelona, Marc Jacobs, Donna Karan, Diane von Fürstenberg, Vera Wang და სხვები.
ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, პოლიტიკოსები და მსოფლიოს ცნობილი ადამიანები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტები.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021