სევანის ტბაში წყლის დონემ მოიკლო

სევანის ტბაში წყლის დონემ გასულ წელთან შედარებით 4 სანტიმეტრით დაიწია.

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს “ArmHydromet” სამსახურის ცნობით, 2018 წლის 4 თებერვლის მდგომარეობით სევანის ტბის სიმაღლე ზღვის დონიდან 1900 მეტრი და 41 სანტრიმეტრი იყო, ხოლო 2017 წლის იმავე დღის მდგომარეობით 4 სანტიმეტრით მეტი იყო.

სევენში ჩაედინება მდინარეები, რომლებიც ზამთარში თითქმის დამშრალია. გეღარქუნიქის სამხარეო-ადმინისტრაციის სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის დეპარტამენტის უფროსის ჰამბარძუმ ჰამბარძუმიანის აზრით, სევანის ტბაში წყლის დონის კლება, ძირითადად, განპირობებულია ტბაში ჩადინებული მდინარეების სიმწირით.

Leave a Reply