System of a Down – ის წარმოშობით სომეხმა სოლისტმა სერჟ თანკიანმა ფეისბუქის გვერდზე ერევნის დემოსტრანტების მხარდასაჭერად პოსტი გამოაქვეყნა.
“რაღაც დაუჯერებელი ხდება სომხეთში, როგორც იქნა. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა იზრდება და სტუდენტებს და დასაქმებულებს გაფიცვებისკენ უბიძგებს უსამართლო, კორუმპირებული ელიტის წინააღმდეგ. ეს არის ახალი სომხეთის პირველი კვირა და რაც მოხდება, აპათეამ გაიარა. სერჟ სარგსიანმა (ყოფილი პრეზიდენტი, ახალი პრემიერ-მინისტრი) მიიღო ის ფაქტი, რომ მოსახლეობის 60%-ს ის არ მოსწონს და მას არ ეთანხმებიან. ჯერ-ჯერობით ის ისევ ძალაუფლებაშია პატრონაჟის და მისი მმართველობის ხერხების წყალობით,” წერს თანკიანი.
ნიკოლ ფაშინიანმა პოსტი აქციის მონაწილეებს წაუკითხა, მათ კი შეძახილები დაიწყეს: “მოდი სახლში, მოდი სახლში!”
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021