Latest posts by Aliq Media (see all)
ჯგუფის System of a Down სოლისტი სერჟ თანკინი ყარაბაღში სამხედრო შენაერთს ეწვია , შემდეგ კი ადრუთის რაიონში, სოფელ არაჯამუღში ბინების გადაცემის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
„მე ძალიან ვისურვებდი, რომ ერთ დღეს არცახში (ყარაბაღში) დამეკვრა, და შეძლებისდაგვარად, სხვა მუსიკოსებიც ჩამომეყვანა.ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია არცახზე საუბარი და მისი წარმოჩენა სხვადასხვა ადგილებში. ყველამ უნდა გაიგოს, რომ არცახი ძალიან ლამაზი ქვეყანაა და აქაური ხალხი ყველას ღიმილითა და სიყვარულით ელოდება. იმედი მაქვს, რომ ჩემი კონცერტი არცახში ძალიან არ დაგვიანდება“– განაცხადა თანკიანმა არცახპრესთან საუბარში.