armenpress-ის ინფორმაციით, System of A Down-ის სოლისტმა სერჟ თანკიანმა სომხეთში განვითარებულ მოვლენებზე BBC- თან ისაუბრა და მომხდარს “უნიკალური რევოლუცია” უწოდა.
თანკიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ნიკოლ ფაშინიანი უთუოდ განსხვავდება სომხეთის ყოფილი მმართველებისგან.
“ფაშინიანი გარემოს, ადამიანთა უფლებების, სოციალური უსაფრთხოებისთვის მებრძოლი აქტივისტი გახლავთ. სომხეთში გარკვეულ სფეროებს სჭირდება განვითარება. სომხეთის რევოლუცია ახალგაზრდებმა დაიწყეს და ეს ნამდვილად უნიკალური შემთხვევა იყო, რადგან მშვიდობიანად განხორციელდა. სრულყოფილი რევოლუცია რამდენიმე კვირაში და ეს არ იყო ბრძოლა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, აბა მითხარით ბოლოს როდის მოხდა მსგავსი შემთხვევა”, – განაცხადა სერჟ თანკიანმა.