სერჟ სარგსიანმა ვლადიმირ პუტინს რუსეთში 18 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მას ჯანმრთელობა, წარმატებები და რუსი ხალხის კეთილდღეობა უსურვა. ამის შესახებ პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის დეპარტამენტი იუწყება.
“სომხეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული მოკავშირე ურთიერთობების შემდგომი განვითარება საერთაშორისო თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, რომელიც ჩვენი ხალხების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარეობს, ესაა სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური უსაფრთხოება და სტაბილურობა”, – ნათქვამია წერილში.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიეს. რუსეთის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99%-ის დათვლის შედეგად მან არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76.65% მიიღო.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021