
Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დღეს სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, ქალაქ ტყიბულის მინდელის მაღაროში მომხდარ ჩამონგრევასთან დაკავშირებით, რომელმაც 6 ადამიანი იმსხვერპლა.
პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა და მხარდაჭერა გამოუცხადა გიორგი მარგველაშვილს, მეგობარ ქართველ ხალხს და თანაგრძნობა გამოხატა დაზარალებულთა ნათესავებისა და ახლობლების მიმართ.