ნიუ-იორკში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ამერიკელ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა და მწუხარება გამოთქვა მომხდარზე, რომლის შედეგადაც უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ და დაშავდნენ.
“ასეთი არაადამიანური მოქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს რწმენას, რომ ტერორიზმი არ აღიარებს საზღვრებს და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განაგრძოს ბრძოლა კაცობრიობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი და მტკიცე გზით.
ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარ ხალხთან ერთად ჩვენ ვლოცულობთ უდანაშაულო მსხვერპლების სულებისთვის და დაჭრილთა გამოჯანმრთელებისთვის”, – აღნიშნულია სარგსიანის სამძიმრის წერილში.
ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ უბანში, სატვირთო ავტომანქანა ველოსიპედის ბილიკებზე გადავიდა, რამაც 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა,15-მა კი ჯანმრთელობის მძმე დაზიანება მიიღეს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021