სერჟ სარგსიანმა ჩინეთის პრეზიდენტს თანამდებობაზე ხელახალი დანიშვნა მიულოცა

სერჟ სარგსიანი და სი ცინპინი

სერჟ სარგსიანმა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა,  ჩინელ ხალხს კი მშვიდობა და კეთილდღეობა.

პრეზიდენტმა სარგსიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, ორ სახელმწიფოს შორის ერთობლივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების.

2015 წლის მარტში ჩინეთში ვიზიტისა და პრეზიდენტი სი ძინპინთან შეხვედრის შეხსენებით, პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გამოთქვა კმაყოფილება მიღწეული შეთანხმებების წარმატებული განხორციელებით, რომელიც ხელს უწყობს სომხურ-ჩინურ მულტიკულტურალიზმსა და მრავალმხრივ ურთიერთობებს.

ჩინეთის ეროვნულმა სახალხო კონგრესმა, ერთსულოვნად, 2,970 ხმით ერთი წინააღმდეგი, მმართველი კომუნისტური პარტიის ლიდერი, სი ძინპინი ხელახლა აირჩია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტად, თუმცა ამჯერად მას  შეეძლება ულიმიტოდ იყაროს კენჭი ყოველ მეხუთე წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში. 

64 წლის ძინპინი ჩინეთის პრეზიდენტი 2013 წელს გახდა და იგი ქვეყნის ყველაზე გავლენიან ლიდერად არის მიჩნეული მაო ძედუნის შემდეგ.

Leave a Reply