სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, 25 აპრილს მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური ძალებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ფიგურებთან კონსულტაციებს მართავდა, 26 აპრილს დილას კი მან განცხადება გააკეთა.
“ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უპრეცედენტოა. მთელი სომხებისთვის საამაყოა, რომ სამოქალაქო მოძრაობა გაიზარდა ორგანიზებული და ცივილიზებული განვითარების გზით პან-ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით,” – განაცხადა სარგსიანმა.
“ჩვენ გადავფურცლეთ ახალი გვერდი სომხეთის ისტორიაში. ჩვენ ვცხოვრობთ ახალ სომხეთში. სომხეთში, სადაც ყველა სომეხმა და დიასპორამ ხელი უნდა შეუწყოს მის განვითარებას. სომხეთში, რომელიც მიუთითებს მსოფლიოს დემოკრატიის, მმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის, მეცნიერების და ეკონომიკის თვალსაზრისით,” – წერია განცხადებაში.
მისივე თქმით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ცივი გონებით მოქმედებით, ახალი სომხეთის კარი გახსნა.
“ყველა პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც განსაკუთრებით წარმოდგენილები არიან ეროვნულ ასამბლეაში, კონსტიტუციით ხელმძღვანელობით შეუფერხებლად უნდა გაიარონ ეს გზა. მე ვამაყობ დღევანდელი სომხეთით და მოხარული ვარ, რომ ხვალ ვიცხოვრებ ძლიერ, ერთიან, სამართლიან და წარმატებულ ქვეყანაში,” – აცხადებს პრეზიდენტი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021