სერჟ სარგსიანისა და ილჰამ ალიევის  შეხვედრის დღე ცნობილია

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმად სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ერთმანეთს შემდეგ კვირაში შეხვდებიან.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა „ინტერფაქს“-ს განუცხადა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება 16 მაისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.

„მსგავსი შეხვედრა იგეგმება. განხილული იქნება ყარაბაღის კონფლიქტის საკითხი“-განაცხადა მან.

ასევე აღსანიშნავია, რომ შეხვედრას დაესწრებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-მარკ ეირო, აშშ სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი. – წერს სააგენტო armlur.am.

ფოტო: armlur.am

 

 

Leave a Reply