“ადამიანის უფლებები და თავისუფლებები პრიორიტეტია, ჩვენი აღქმა, მაინც, ასეა,” – ამის შესახებ სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა კითხვაზე, როგორ მოქმედებს აქცია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე უპასუხა.
“ეს პირველადი უფლებები, თუ განხორციელებული იქნება ლოგიკის ფარგლებში, ხელს არ შეუშლის ეკონომიკურ განვითარებას. მაგრამ, როდესაც ისინი არაპროპორციული გახდებიან, როდესაც ისინი ერევანში სატრანსპორტო მოძრაობას შეფერხებიან, თქვენ როგორ ფიქრობთ, ამას შეიძლება დადებითი ეფექტი ჰქონდეს? ” – აღნიშნა სერჟ სარგსიანმა.
მისივე თქმით, ბოლო წლებში სომხეთში 2017 წელი იყო პირველი მშვიდი წელი, როდესაც ქვეყანაში გარე და შიდა არეულობა არ მომხდარა. “ალბათ, მხოლოდ 2017 წელს, ქუჩაში არ იყო აქციები, ტურისტებისთვის ერევანი გახდა უსაფრთხო, ინვესტორები შემოვიდნენ ქვეყანაში და ინვესტიციების განხორციელება დაიწყეს. ეს იყო ერთადერთი წელი და ჩვენ გვქონდა 7.5% ეკონომიკური ზრდა. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე წელი გვჭირდება, რათა ეს ეკონომიკური ზრდა უფრო ხელსაყრელი გახდეს ხალხისთვის. მართალია, ხალხი მაინც უკმაყოფილო იქნება, რადგან რაც მეტი აქვს ადამიანს, მით უფრო მოთხოვნები გაუჩნდება”, – აღნიშნა სარგსიანმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021