Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ძმისშვილი ჰაიკ სარგსიანი მკვლელობის მცდელობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაშია ბრალდებული. ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება.
გამოძიების მტკიცებით, 2007 წელს ერევანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა დედაქალაქის მკვიდრი დავით სიმონიანი. იმავე დღეს პოლიციაში გამოცხადდა მოქალაქე არტურ ღევოდნიანი, რომელმაც განაცხადა, რომ სიმონიანს შემთხვევით ესროლა. სისხლის სამართლის საქმე მხარეთა შერიგების საფუძველზე დაიხურა. თუმცა, 2018 წლის ივლისში სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ განაახლა გამოძიება და განაცხადა, რომ გასროლა შემთხვევითი არ ყოფილა, მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი კი სერჟ სარგსიანის ძმისშვილი ჰაიკ სარგსიანია.
საგამოძიებო კომიტეტი ჰაიკ სარგსიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.