Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. განცხადება პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე 23 აპრილს გავრცელდა.
მან მოქალაქეებს, თანამოძმეებს, ჯარისკაცებს და აქციის მონაწილეებს “ბოლოჯერ მიმართა, როგორც ქვეყნის ლიდერმა.”
“ქუჩის მოძრაობა ჩემს წინააღმდეგაა. მე შევასრულებ მათ მოთხოვნას,” – განაცხადა სარგსიანმა.
“ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი. შექმნილ სიტუაციას აქვს რამდენიმე გამოსავალი, მაგრამ არც ერთ მათგანზე მე არ წავალ. ეს არ არის ჩემი. ამიტომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს დავტოვებ, ” – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ განცხადებაში.
“მშვიდობა, ჰარმონია და ლოგიკა ჩვენს ქვეყანაში,” – ასე დაასრულა მან მიმართვა.
სომხეთის ისტორიაში სერჟ სარგსიანი იყო ყველაზე ხანმოკლე პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თანამდებობაზე მხოლოდ 6 დღე დაჰყო.