სერჟ სარგსიანი საქართველოს ეწვევა

EADaily- ის ინფორმაციით, სერჟ სარგსიანი საქართველოს 16 დეკემბერს ეწვევა. ინფორმაციას მედია თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არაა გამოქვეყნებული.

სერჟ სარგსიანის ვიზიტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის სომხეთში ვიზიტი არ შედგა. 30 ნოემბერს სომხეთის მთავრობამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 1-ელ დეკემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოწვევით სომხეთს უნდა წვეოდა. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ, საპირისპირო ინფორმაცია გავრცელდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არ შედგებოდა.

 

Leave a Reply