Latest posts by Aliq Media (see all)
“ძვირფასო ქალბატონებო,
გულითადად გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, ამ ლამაზ დღესასწაულთან დაკავშირებით მივმართავ ჩვენს საყვარელ დედებს, დებს, ქალიშვილებს, ყველა ქალბატონს. თქვენი სილამაზით და სითბოთი სამყაროს ჰარმონიით ავსებთ. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ისეთი სფერო და დარგი, სადაც ქალთა კეთილდღეობა და აქტიური მონაწილეობა არ იგრძნობა.
ძვირფასო ქალბატონებო,
თქვენი პროფესიული მიღწევები და წინსვლა, ისევე როგორც, საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივობა, უმნიშვნელოვანესია სომხეთის განვითარებისა და მომავლისათვის. უფრო სამართლიანი და თავისუფალი საზოგადოების, უფრო ძლიერი და წარმატებული ქვეყნის ჩამოყალიბებისთვის თქვენს მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბედნიერებას გისურვებთ პირად ცხოვრებაში და წარმატებას კარიერაში. ჯანსაღი და ძლიერი ოჯახი ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა და ეს მონაპოვარი თქვენს ხელშია.
ამ ლამაზ გაზაფხულის დღესთან დაკავშირებით ყველა ქალს ვუსურვებ სიყვარულს და სიკეთეს.”