სერბეთის პარლამენტმა სომხების გენოციდის აღიარების რეზოლუცია უარყო

სერბეთის პარლამენტმა სომხების გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წარადგენილი რეზოლუციის განხილვა უარყო. ბოლო ათი წლის განმავლობაში, სერბეთის საკანონმდებლო ორგანოში რამდენჯერმე წარადგინეს მსგავსი რეზოლუციები, თუმცა ყველა მათგანი უარყვეს.

ამჯერად რეზოლუცია სერბეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზორან ჩივქოვიჩის პარტიამ წარადგინა.

სერბეთი სომხური თემის სიმრავლით არ გამოირჩევა. აქ შედარებით ნაკლები სომხური რაიონია, სადაც 300- ზე ნაკლები სომეხი ცხოვრობს, მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტისა, 2015 წლის 24 აპრილს ერევანში გამართულ სომხების გენოციდის 100 წლისთავზე მიძღვნილ ღონისძიებას, სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად, სერბეთის პრეზიდენტიც ესწრებოდა.

Leave a Reply