Latest posts by Aliq Media (see all)
თავდაცვის ყოფილი მინისტრი სეირან ოჰანიანი, რომელიც ხელმძღვანელობს კოალიციას „ოჰანიანი – რაფი- ოსკანიანი“, ხმა მისცა პარტიას „ხალხის მომავალი კეთილდღეობისთვის“.
ხმის მიცემის შემდეგ, ოჰანიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, – „მე ხმა მივეცი იმ ყველაფერს, რაც გადმოგვეცა ტრადიციებით, მემკვიდრეობით, “ხალხის მომავალის კეთილდღეობისთვის”. ხმა მივეცი თავისუფალ და სამართლიან სომხეთს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დინამიურ განვითარებას, უკეთესს ცხოვრებას და ჩვენი სომხეთის მომავალში მზარდ საერთაშორისო რეპუტაციას“.
„თავისუფლების“ ჟურნალისტის შეკითხვას იმის თაობაზე, რომ ალიანსის შტაბ-ბინაში გაყალბების ფაქტების შესახებ გახდა ცნობილი, ოჰანიანი ასე პასუხობს: „ამ ყველაფრის შესახებ მათ ჩვენ ვაცნობეთ. ამავე ინფორმაციის საფუძველზე შტაბმა შეაფასა მდგომარეობა და ჩვენ კონტროლს ვახორციელებთ“. „მოდით დღევანდელი დღე გავატაროთ მშვიდად და ურყევი რწმენით, ჩვენი ქვეყნის და ასევე ჩვენი საბრძოლო მეგობრის – სამველ ბაბაიანის საკეთილდღეოდ” – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.