ახალქალაქის საჯარო ტრანსპორტის პრობლემები

ახალქალაქის რაიონის რამდენიმე სოფელში არ მოქმედებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო იმ სოფლებში სადაც ხელმისაწვდომია, პრობლემებით მუშაობს.

ახალქალაქში მოქმედებს  საჯარო ტრანსპორტის რამდენიმე ქსელი. თითო ქსელი, ძირითადად, რამდენიმე სოფელს  მოიცავს, მაგალითად: კოკიო-ალასტან-ვარევან-ხანდო-ორჯა, აზავრეტ-ტურცხ-ლომატურცხ-ღადოლარ-ბურნაშეთ, სამსარ-ბუღაშენ-ტიკნა-ზაკი.

ზამთარში ამ  ქსელების მუშაობა რთულდება, მაგალითად, სოფელ ტიკნაში ტრანსპორტი არ მიდის გზების პრობლემების გამო. საჯარო ტრანსპორტი სოფლიდან ახალქალაქში დღეში ერთხელ მიდის, დილის 09:00 საათზე და უკან 13:00 ან 13:30 საათზე ბრუნდება.

ახალქალაქის საჯარო ტრანსპორტს კმაყოფილი მომხმარბელიც ჰყავს და უკმაყოფილოც. სამსარ-ბუღაშენ-ტიკნა-ზაკი ტრანსპორტის საფასური ფიქსირებული არ არის, ერთ-ერთი მომხმარებლის თქმით, საფასურის ოდენობა მგზავრის “ნამუსზეა”, არიან მგზავრები, რომლებიც 3 ლარს იხდიან, ზოგი 2 ან 2.50 ლარს იხდის.

არის ისეთი შემთხვევები, როდესაც საჯარო ტრანსპორტი საერთოდ არ მუშაობს. ძირითადად, ზამთარში დიდთოვლობის დროს, ან ქალაქში წამსვლელი მგზავრების არ არსებობის შემთხვევაში.

სოფლების აზავრეთის, ტურცხის, ლომატურცხის, ღადოლარის და ბურნაშეთის მოსახლეობისთვის ტრანსპორტის საფასური 5 ლარს შეადგენს, ისინი კმაყოფილები არიან ტარიფით, მაგრამ მათ სურთ, რომ ამ ქსელში რამდენიმე ტრანსპორტმა იმუშაოს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ტრანსპორტში  დასაჯდომი ადგილებიც კი არ არის.

jnews.ge

Leave a Reply