10 ოქტომბერს, ერევნის საერთო სასამართლოების იურისდიქცის გადაწყვეტილებით “სასნა წრერის” წევრი პაველ მანუკიანი, 1 მილიონი დრამის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლოს შუამდგომლობით პაველ მანუკიანის ადვოკატებმა მიმართეს. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მამუკიანი დაახლოებით, 1 კვირის განმავლობაში შიმშილობდა და ითხოვდა მის მიმართ წაყენებული ბრალდების გადაკვალიფიცირებას.
შეიარაღებულმა ჯგუფმა “სასნა წრერმა” 2016 წლის 17 ივლისს, ერევნის პოლიციის განყოფილების შენობა შტურმით აიღო. ისინი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებასა და სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვდნენ. საბოლოოდ, ჯგუფის ყველა წევრი დააპატიმრეს, როგორც სომხეთში მიაჩნიათ, უსამართლოდ.
მოსამართლე არტუშ გაბრიელიანის გადაწყვეტილებით, დაჯგუფების წევრი ტიგრან სარგსიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით სარგსიანს ქვეყნის დატოვება აეკრძალა. აღსანიშნავია, რომ პატიმრობიდან გაათავისუფლეს ჯგუფის კიდევ ერთი წევრი არეგ კიურღიანიც.