8 ივნისს, “სასნა წრერის” წევრის პაველ მანუკიანის შვილი, არამ მანუკიანი და არამ ჰაკობიანი ციხიდან გაათავისუფლეს. ჰაკობიანის ციხიდან 500,000 დრამის ($1035) გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
შეიარაღებულმა ჯგუფმა “სასნა წრერმა” 2016 წლის 17 ივლისს, ერევნის პოლიციის განყოფილების შენობა შტურმით აიღო. ისინი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებასა და სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვდნენ. საბოლოოდ, ჯგუფის ყველა წევრი დააპატიმრეს, როგორც სომხეთში მიაჩნიათ, უსამართლოდ.
მოსამართლე არტუშ გაბრიელიანის გადაწყვეტილებით, დაჯგუფების წევრი ტიგრან სარგსიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით სარგსიანს ქვეყნის დატოვება აეკრძალა. აღსანიშნავია, რომ პატიმრობიდან გაათავისუფლეს ჯგუფის კიდევ ერთი წევრი არეგ კიურღიანიც.