სარგსიანმა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მიიღო

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა, 24 თებერვალს, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი მიიღო.

ამის შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და საინფორმაციო საშუალებებთან კავშირის დეპარტამენტი იუწყება.

სომხეთის პრეზიდენტმა კმაყოფილებით აღნიშნა ბოლო პერიოდში სომხეთ – ევროკავშირის ურთიერთობებში საგრძნობი წინსვლა, რომელიც გამოიხატება არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ აღმოსასვლეთ პარტნიორობის ფარგლებშიც.

პრეზიდენტმა სარგსიანმა აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობების თვალსაზრისით 2017 წელი და 2018 წლის დასაწყისი მნიშვნელოვანი  მიღწევების პერიოდი იყო. ორი დღის წინ ბრიუსელში ხელი მოეწერა კიდევ ერთ დოკუმენტს,  ევროკავშირთან სომხეთის პარტნიორობის პრიორიტეტების შესახებ, რომელშიც მთლიანად ასახულია ყველა ის მიზანი,  რომელიც სომხეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში თავის წინაშე დებს .

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტავიო კლაარი დაეთანხმა სომხეთის პრეზიდენტს იმასთან დაკავშირებით, რომ სომხთ-ევროკავშირის ურთიერთობები პროგრესულად ვითარდება. სომხეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ საუბრისას მან აღნიშნა, რომ ზოგ ევროპულ ქვეყანაში ეს პროცესი  სპეციფიკიდან გამომდინარე საკმაო დროს მოითხოვს, თუმცა არ უშლის ხელს იმას, რომ სომხეთმა და ევროკავშირმა წინ წაიწიონ შეთანხმების გაფართოების საკითხში.

Leave a Reply