ახალქალაქის გავლით გადაზიდვები ცენტრალური აზიიდან თურქეთში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში განხორციელდება

“Black and Caspian Sea”  კორეული კომპანიის ხელმძღვანელები ბაქო-თბილისი-ყარსი რკინიგზის ახალქალაქის მონაკვეთის გაცნობის მიზნით რეგიონს ესტუმრა, რადგან ახალქალაქს განიხილავენ, როგორც მომგებიან სატრანზიტო დერეფანს.

კომპანიამ  პარტნიორად სატრანზიტო კომპანია “Caucastransexpress” შეარჩია, რომლის მეშვეობითაც იგი გადაზიდვებს განახორციელებს. კომპანია მზადაა გადაზიდვები შემდეგი წლის იანვრიდან განახორციელოს.

“ვფიქრობ, ახალქალაქის სატრანზიტო დერეფანი მომავალში მნიშვნელოვანი ადგილი გახდება. ჩვენ გვსურს, რომ ცენტრალური აზიიდან მიღებული საქონელი ახალქალაქის გავლით თურქეთის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ქვეყნებში გავიტანოთ. იმედი მაქვს, რომ დერეფანი სტაბილური იქნება”, – აღნიშნა “Black and Caspian Sea” კომანიის ხელმძღვანელმა ლი დონგმა.

ლი დონგის თქმით, კორეელები ყაზახეთსა და უზბეკეთიდან აპირებენ პოლიპროპილენისა და პოლიეთილენის ექსპორტს.

“დერეფანი ძალიან მიმზიდველი ხდება და ამ დერეფანში უმნიშვნელოვანესი  ალტერნატივა ახალქალაქია. რკინიგზით საქონლის გადაზიდვა ერთ-ერთი ყველაზე იაფია”-ამბობს გიორგი დანელია.

“Caucastransexpress” კომპანიის რეგიონული კოორდინატორი მიხეილ კოლიკიდი ფიქრობს, რომ თუ ტვირთი ახალქალაქის რკინიგზით გაივლის, ეს რეგიონში ახალი საუშაო ადგილებისა და ტურიზმის განვითარების ახალ შესაძლებლობებს  შექმნის.

“გაიხსნება ტერმინალები და გადასახადები ადგილობრივ ბიუჯეტში შევა. მე დიდი იმედი მაქვს ვნახო როგორ განხორციელდება პროექტი. თუმცა დარწმუნებული ვარ რომ, მას დადებითი გავლენა ექნება. განვითარდება ასევე ურიზმი. ტურისტები გაეცნობიან ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას, დააგემოვნებენ ჯავახეთის სამზარეულოსა და გაიცნობენ ჯავახეთის მრავალეთნიკურ კულტურას. გარდა ამისა, სომხეთს შეეძლება ტვირთი ახალქალაქის გავლით გაიტანოს”, – აღნიშნა მიხაილ კოლიკიდიმ.

jnews.ge

Leave a Reply