სომხეთის საელჩო საქართველოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“16 იანვარს, ქ. თბილისში, დიდი დიღმის მასივის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქებით გამოწვეულ მსხვერპლთა და დაზარალებულთა შორის სომხეთის მოქალაქეები და ეთნიკური სომხები არ არიან.
უნდა აღინიშნოს, რომ აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა ადამიანმა სხვადასხვა სახის სხეულის დაზიანება მიიღო .
სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში თანაგრძნობას გამოხატავს ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით და მხარდაჭერას უცხადებს დაღუპულთა ნათესავებს და მეგობრულ ქართველ ხალხს.”
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021