საქართველოში დაბადებული, ფორმუალა ერთის მონაწილე

29 წლის არტურ გოროიანი, რომელიც დაბადებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯაბეკიდანაა, ფორმულა ერთის რბოლის მონაწილეა.

არტური 2013 წლიდან მოსკოვში ცხოვრობს და ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატზე სომეხთის დროშით გამოდის.

არტურ გოროიანმა თავისი სპორტული კარიერა 2010 წელს კარტინგით დაიწყო. როდესაც არტურმა C კატეგორიის ლიცენზია მოიპოვა, მას ნებისმიერი ქვეყნის დროშით შეეძლო ასპარეზობა , მაგრამ არტურმა სომხეთი აირჩია.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიურნბერგის ტურნირი იყო, სადაც მესამე ადგილზე გავედი. ეს ტურნირი ჩემთვის მნიშვნელოვანი იმითაც იყო, რომ სომხეთს წარმოვადგენდი“ – სომხური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა არტურ გოროიანმა.

სიუჟეტი სომხეთის ტელეკომპანია „შანთ“-ის მიერ მომზადდა, გადაცემისთვის „მსოფლიოს სომხები“.

nor.ge

ფოტო გოროიანის ფეისბუქის გვერდიდან

Leave a Reply