თბილისში, სომეხ სტუდენტთა კავშირის წარმომადგენლებმა, საქართველოს პარლამენტთან 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„როგორც საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეებს, მიგვაჩნია, რომ მხარდაჭერის გამოხატვა ჩვენი ვალდებულებაა. ჩვენ მშვიდობის მომხრეები ვართ და 30 წლის წინ მშვიდობიან მოქალაქეებზე განხორციელებულ სასტიკ ქმედებებს ვგმობთ“, – „ალიქ მედიასთან“ საუბარში აცხადებს სტუდენტთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი სტეფან ევაჯიანი.
„ვწუხვარ, მაგრამ ამავე დროს ამაყი ვარ, რადგან თავისუფლებისთვის ქუჩაში გამოსულმა მოქალაქეებმა დამოუკიდებლობა აღგვიადგინეს, რის შედეგადაც ახლა ვცხოვრობთ დამოუკიდებელ ქვეყანაში“, – აღნიშნავს კავშირის წევრი დიანა მარაბიანი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021