Latest posts by Aliq Media (see all)
18 ნოემბერს საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მე-2, ასევე ქვეყნის ტრადიციული რელიგიური სათვისტომოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებული ეკლელსიის წარმომადგენელი პარლამენტის პირველ სხდომას არ ესწრებოდა. როგორც „ალიქ მედიასთან“ საუბრისას აღნიშნა ეპარქიის პრეს-მდივანმა სუსანა ხაჩატრიანმა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი სხდომას არ დასწრებია, რადგან იმყოფებოდა საზღვარგარეთ.
მისი თქმით ეპისკოპოს მირზახანიანის ნაცვლად პარლამენტის პირველ სხდომაზე არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანს კი შეეძლო დასწრება. „საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მიწვეული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, რომელიც იმ დღეებში საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ხოლო რელიგიური საკითხების სააგენტოს მიერ მოსაწვევი ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის სახელზე იყო გამოგზავნილი და როცა ცხადი გახდა ეპისკოპოსის ნაცვლად სხდომაზე არქიმანდრიტის დასწრების შესაძლებლობა, ჩვენ პარლამენტს მივმართეთ. შემდგარი საუბრის შემდეგ წერილობით ცვლილება არ დამტკიცებულა. ამის გამოც არქიმანდრიტმა თავი შეიკავა სხდომაზე დასწრებისგან“-განმარტა სუსანა ხაჩატრიანმა.