2 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტისთვის სომხეთის მთავრობამ 2 მლნ 600 000 დრამის (დაახლოებით $5,500 ) კონიაკი შეიძინა.
მთავრობამ კონიაკი კომპანია “ვინო ვინოსგან” შეიძინა, მაშინ როდესაც მისი შეძენა პირდაპირ მწარმოებელი, ერევნის კონიაკის ქარხნისგან შეეძლო.
აღნიშნული ოფიციალური ვიზიტისთვის მთავრობამ შეიძინა ორი ბოთლი 30 წლის დაძველების, ძვირადღირებული “ერებუნი”, რომლის საცალო ფასი 137,500 ($288) დრამია.
გარდა ამისა, მთავრობამ 30 ბოთლი კონიაკი 25,000 ($52) დრამად იყიდა. აღნიშნულ თანხასთან ერთად სომხეთის მთავრობამ 10 წლის “დვინ” შეიძინა. ხელისუფლებამ 30 ბოთლი კონიაკისთვის 753,000 ($1,574) დრამი გადაიხადა.
მთავრობამ ასევე შეიძინა 72 ბოთლი “ნაირის” ბრენდის კონიაკი, რომლისთვისაც ჯამში 1, 573 ,200 ($3,288)დრამი დახარჯა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021